ესაა პირველი მდგრადი გამოშვება დაფუძნებული Firefox ESR 91 ვერსიაზე და შეიცავს მნიშვნელოვან განახლებას Tor 0.4.6.8 სახით.

რა სიახლეებია?

Tor-ბრაუზერი 11 დაკავშირების ეკრანით ნათელი და მუქი გაფორმების პირობებში

Tor-ბრაუზერი ახალი იერსახითაა

წლის დასაწყისში Firefox-ის სამუშაო გარსი მნიშვნელოვანად შეიცვალა, შედეგად მენიუები გახდა მეტად სადა, გლუვი და სრულიად განახლდა ჩანართების იერსახე. Firefox ESR 91 ვერსიით ახალი იერსახე პირველად გამოჩნდა Tor-ბრაუზერში.

Tor-ბრაუზერი 11 გადასხვაფერებული ხატულებით

სიახლეების სათანადოდ ასახვისთვის Tor-ბრაუზერის დამატებითი სამუშაო გარსის თითოეული ნაწილი განახლდა Firefox-ის ახალი გაფორმებისა და შეგრძნებების სრულად გადმოსაცემად. იგულისხმება, როგორც ძირითადი შემადგენლების ახლებურით შეცვლა, ფერების, წარწერებისა და ღილაკების, აგრეთვე ყოველი ხატულის ხელახლა დახატვა, თანამედროვე, თხელი გაფორმების მიხედვით.

გარდა ბრაუზერის ჩარჩოს ნაწილებისა, განახლდა დაკავშირების ეკრანი, წრედისა და უსაფრთხოების დონის ასარჩევი არეები, ასევე საიტის შეცდომებიც უფრო ნათლად გამოჩნდება – მცირედით, მაგრამ ხარისხიანად და სასიამოვნო სახით გაუმჯობესდა თითოეული.

Invalid Onion Site Address error resulting from v2 deprecation

საბოლოო გაუქმება v2 Onion-მომსახურებებისა

შარშან განვაცხადეთ, რომ v2 ვერსიის Onion-მომსახურებები გაუქმდებოდა 2021 წლის ბოლოს და Tor-ბრაუზერის 10.5 გამოშვებიდან უკვე გაფრთხილებას იღებდნენ მომხმარებლები v2 Onion-საიტებზე სტრუმრობისას მოსალოდნელი გაუქმების შესახებ. ბოლოს და ბოლოს დადგა ეს დღეც. Tor 0.4.6.8 გამოშვების შემდგომ v2 Onion-მომსახურებები მიუწვდომელი გახდება Tor-ბრაუზერიდან და მომხმარებლები იხილავენ შეცდომას „Onion-საიტის არამართებული მისამართი“.

აქამდე მომუშავე v2 მისამართის მქონე საიტზე შესვლისას, ამ შეცდომის ნახვა ბუნებრივია და თქვენი ბრაუზერის გამართულობასთან არ აქვს კავშირი — თავად საიტის გამოსასწორებელია ეს. თუ გსურთ, შეგიძლიათ შეატყობინოთ Onion-საიტის ხელმძღვანელებს ამ საკითხის შესახებ და მოუწოდოთ, რომ დაუყოვნებლივ გადავიდნენ ახალ v3 Onion-მომსახურებებზე.

ამასთან, თუ ჩანიშნული გაქვთ ძველი v2 მისამართები, მოგიწევთ მათი განახლებაც. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს დაბოლოებაა .onion, ახალი, მეტად დაცული v3 მისამართები 56 სიმბოლოსგან შედგება განსხვავებით 16-სიმბოლოიანი v2 მისამართებისაგან.

გამოვლენილი ხარვეზები

Tor-ბრაუზერი 11 შეიცავს რამდენიმე გამოვლენილ ხარვეზს:

  • ხარვეზი 40668: DocumentFreezer და ფაილების სქემა
  • ხარვეზი 40671: შრიფტების გამოსახვა არ ხერხდება
  • ხარვეზი 40679: შესაძლებლობების ნაწილი აკლია, როცა esr91 პირველად ეშვება MacOS-ზე
  • ხარვეზი 40689: Blockchair საძიებოს HTTP-მეთოდის ცვლილება
  • ხარვეზი 40667: AV1-სახის ვიდეოები დაზიანებულ ფაილად ჩანს Windows 8.1-ზე
  • ხარვეზი 40677: 11.0a9 განახლებიდან მოყოლებული ზოგიერთი დამატება უმოქმედოა და საჭიროებს ამორთვა/ჩართვას ყოველი გაშვებისას
  • ხარვეზი 40666: როცა svg.disable გადაირთვება, ზემოქმედებს NoScript-პარამეტრებზე
  • ხარვეზი 40690: ბრაუზერის ჩარჩო ზიანდება, როცა პირადი თვალიერების რეჟიმი გამორთულია
  • ხარვეზი 40693: შესაძლო დამოკიდებულების არსებობა Wayland-ზე (ახალი)
  • ხარვეზი 40692: ეკრანი-ეკრანში ჩართულია tbb 11.0a10 ვერსიაზე (ახალი)
  • ხარვეზი 40700: Firefox-შემოთავაზებების ნაგულისხმევად გათიშვა (ახალი)
  • ხარვეზი 40705: „ეწვიეთ ჩვენი ვებსაიტის“ ბმულს about:tbupdate გვერდზე, მითითებული აქვს სხვა მისამართი (ახალი)
  • ხარვეზი 40706: გამოსწორება https-e wasm-ის (ახალი)

გამოგვეხმაურეთ

თუ იპოვით ხარვეზს ან გექნებათ შემოთავაზება, როგორ გავაუმჯობესოთ გამოშვება, გთხოვთ გვაცნობოთ. გმადლობთ Tor-ზე მომუშავე თითოეულ გუნდსა და უამრავ მოხალისეს ამ გამოშვებაში წვლილის შეტანისთვის.

დახმარება გესაჭიროებათ?

იხილეთ ერთობის შესახებ ᲮᲓᲙ

მიიღეთ მხარდაჭერა

შეგვეხმიანეთ

მოგვწერეთ სასაუბროში!

შემოგვიერთდით IRC-ში